ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„მონაცემები გაიზარდა. ახლა არის 227 დადასტურებული შემთხვევა, აქედან გამოჯანმრთელებულია 52 უკვე. გამოჯანმრთელებულებიდან 38 ჩვენი პაციენტია. გუშინ დღის განმავლობაში გაკეთდა 14 პაციენტზე ტესტირება და ყველაზე უარყოფითი პასუხია. მათ შორის არიან პირები, რომლებიც გამოჯანმრთელებას ელოდებიან. მათი მონიტორინგი გაგრძელდება“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 227-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
227-დან გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 3 პირი. ამ დრომდე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4829 პირი, 410 მოქალაქე კი სტაციონარში დაკვირვების ქვეშაა.