საქართველოში კორონავირუსისგან მეცამეტე პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ხანშიშესული მამაკაცი ე.წ. ბოლნისის კლასტერს მიეკუთვნებოდა და მას თანხმლები დაავადებები ჰქონდა.
დღეისთვის ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 800 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 634 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 13 გარდაიცვალა.