საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 24 პირი განიკურნა. ამჟამად, ქვეყანაში ჯამში 456 პირია ვირუსისგან გამოჯანმრთელებული.
ამ დროისთვის ქვეყანაში 702 ინფიცირებულია. აქედან 456 გამოჯანმრთელდა, 12 კი გარდაიცვალა.
ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.