„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ლენი კრავიცის კონცერტის ახალი თარიღი ცნობილია, ლეგენდარული მუსიკოსის კონცერტი „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე 2021 წლის 29 მაისს ჩატარდება.
„უკვე შეძენილი ბილეთების გამოყენებას სურვილის შემთხვევაში შეძლებთ 2021 წელს. ბილეთის დაბრუნებას კი 7 მაისიდან ოქტომბრამდე მოახერხებთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოში კრავიცის კონცერტი 2020 წლის 31 მარტს იყო დაგეგმილი.