logo
ENG



საქართველოში მიმდინარე აქციას უცხოური მედია ეხმაურება

18 ნოე 201908:39
3 წუთის საკითხავი
 
9wdwfhyc7frf2w2.png

საქართველოში მიმდინარე საპროტესტო მოძრაობას მსოფლიოს სხვადასხვა წამწყვანი მედიასაშუალებები ეხმაურებიან. ერთ-ერთია სააგენტო "როიტერსი", რომელიც წერს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს თბილისში 20 ათასამდე ადამიანი მოითხოვს.

"20 ათასამდე  ადამიანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით ანტისამთავრობო აქციაზე საქართევლოს დედაქალაქის ცენტრში შეიკრიბა'',-წერია სააგენტო  როიტერსის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში.  პუბლიკაციის ავტორი ასევე წერს, რომ პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა ვერ მოახერხა დაგეგმილი საარჩევნო რეფორმის დამტკიცება.

,,მმართველი ,,ქართული ოცნების''  ზოგიერთი დეპუტატი, რომლებიც შიშობდნენ, რომ პროპორციული კენჭისყრის შედეგად  ისინი ადგილებს დაკარგავდნენ,  ცვლილებების წინააღმდეგ გამოვიდნენ '',-წერია სტატიაში.

მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება "ვაშინგტონ პოსტიც", სტატიის ავტორის თქმით, მმართველი პარტია მოსახლეობას საკონსტიტუციო ცვლილებას დაჰპირდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.

"პარტია „ქართული ოცნება", რომელიც დომინირებს ქვეყნის პოლიტიკაზე და ფლობს უმრავლესობას საკანონმდებლო ორგანოში, მოსახლეობას დაჰპირდა საკონსტიტუციო ცვლილებას-წერს ,,ვაშინგტონ პოსტი''. ავტორი ხაზს უსვამს, რომ  ეს დაპირება გადამწყვეტი იყო ზაფხულში თბილისში  მომხდარი დაძაბულობის შესამსუბუქებლად, მაგრამ ,,ქართული ოცნების'' ბევრმა დეპუტატმა ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა. მასშტაბურ საპროტესტო აქცია საქართველოს პარლამენტის შენობასთან ასევე BBC-მ ,,ესოშიეთედ პრესმა, ABC-ნიუსმა, "ბლუმბერგმა" და "დოიჩე ველემ" გააშუქეს.


close დახურვა