საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 3,3 მაგნიტუდა შეადგინა.
"თბილისის დროით 12:03 საათზე, თბილისიდან 54 კმ-ში, სოფელ უსეიქენდში მოხდა 3.3 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა", - წერია გავრცელებულ განცხადებაში.