დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში დღეს მიწისძვრა მოხდა.
ცენტრის ცნობით, მიწისქვეშა ბიძგები დღეს, თბილისის დროით 19:01 საათზე, ოჩამჩირესთან, სოფელ ათარასთან დაფიქსირდა. სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდა იყო.