logo
ENG



საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს

31 ოქტ 202611:25
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/31/ew6oi3gifmngsat.png

საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 61 მოქალაქე დააკავეს. დაკავებულებს შორისაა - ტაილანდის, აზერბაიჯანის, თურქეთის, რუსეთის, ბელარუსის, იორდანიის, ჩინეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის მოქალაქეები.

"სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ფარგლებში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დანიშნულების ობიექტი შეამოწმეს.

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული პირები საქართველოში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით", - ნათქვამია ინფორმაციაში. 

დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი საქართველოდან გაძევების მიზნით.


close დახურვა