logo
ENG



საქართველოში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს

30 ოქტ 201913:30
3 წუთის საკითხავი
 
8yimgk3pciid48i.jpg

საქართველოში ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა გახსნა.

ფორუმზე განსახილველ საკითხთა შორისაა საქართველოსა და ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის მექანიზმები, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და ანტიდასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლა.

ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრება, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ლეა გაბრიელი, ასევე დიპლომატიური კორპუსი.

„ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ნატო-ს დღეები, ამ დღეების კულმინაცია გახლავთ სახალხო დიპლომატიის ფორუმი. აქ ჩვენ მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, კიდევე ერთხელ შევაჯამებთ იმ მიღწევებს და პროგრესს, რომელიც ქვეყანას აქვს. ვისაუბრებთ ასევე კომუნიკაციის სტრტეგიაზე, როგორ გავუმკლავდეთ იმ ანტიდასავლურ პროპაგანდას, რომელსაც ვაწყდებით“, - განაცხადა ზალკალიანმა.


close დახურვა