logo
ENG



საქართველოში ტემპერატურამ, შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს

06 აგვ 202114:32
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში ტემპერატურამ, შესაძლოა, 40 გრადუსს გადააჭარბოს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში მნიშვნელოვნად დაცხება. ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში 6-7 აგვისტოს შესაძლებელია 40 გრადუსს, ხოლო 7-9 აგვისტოს აღმოსავლეთ საქართველოში 39 გრადუსს გადააჭარბოს.

მათივე ცნობით, 6 – 7 აგვისტოს შავი ზღვის სანაპირო რაიონებში, ზემო იმერეთში, კოლხეთის დაბლობსა და გორი-სურამის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

უწყებაში ამბობენ, რომ მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი ხელს შეუწყობს ტყის ხანძრების გაჩენას.


close დახურვა