საქართველოში შემომსვლელი უცხოელებისთვის ყველა კოვიდრეგულაცია გაუქმდა. მათ აღარ აქვთ ვალდებულება, წარადგინონ აცრის დამადასტურებელი დოკუმენტი, PCR ტესტი ან გადავიდნენ იზოლაციაში.
"უცხოეთიდან ჩამოსული ნებისმიერი პირი (მოქალაქეობის მიუხედავად) ნებისმიერი ქვეყნიდან გამომგზავრებისას საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრის კვეთისას თავისუფლდება კოვიდვაქცინის სრული კურსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ვიზიტამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის ნეგატიური პასუხის საზღვარზე წარდგენისა და თვითიზოლაციის ვალდებულებისგან", - წერია მთავრობის დადგენილებაში.