საქართველოში, უკვე 34-ედ აღინიშნა შიდსის კვირეული. გვახსოვს, ვმოქმედებთ, რადგან ჩვენი ცხოვრება აივ-ზე მეტია - ასეთია ღონისძიების დევიზი, რომელზეც გარდაცვლილებს მიაგებენ პატივს.
საქართველოში აივ ინფექციის სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება, თუმცა სპეციალისტები აცხადებენ, რომ გავრცელების ტემპი დაბალია. ინფექციას, რომელიც გასული საუკუნის მეორე ნახევარში აღმმოაჩინეს, მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
დღეისათვის შიდსი მომაკვდინებელ ვირუსად აღარ ითვლება და მისი მართვა მედიკამენტებით ეფექტიანია.