14 ოქტომბერს მცხეთაში, ტრადიციულად, სვეტიცხოვლობა აღინიშნება.
საზეიმო წირვა-ლოცვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მღვდელმთავრებთან ერთად 10 საათზე აღავლენს. დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება.
სვეტიცხოვლობის აღნიშვნა დღეს 13 ოქტომბერს ანსამბლ „რუსთავის" კონცერტით დაიწყება და ხვალ საღამოს დასრულდება.