logo
ENG



საქსტატი: 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობა 0.7 %-ით გაიზარდა

19 ნოე 202011:29
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/19/eg4d2kgv2k2rlqc.png

2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 11.9 % შეადგინა. ინფორმაციას საქსტატი აქვეყნებს.

რაც შეეხება ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის სტატისტიკას, 2020 წლის III კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ (15 წლის და უფროსი ასაკის) 60.8% შეადგინა. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 0.8 და 3 პროცენტული პუნქტით.

დასაქმების დონე კი ქვეყნის მასშტაბით შემცირებულია 1.9 პროცენტული პუნქტით. მათ შორის, ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 2.3 პროცენტული პუნქტით.

მასთან, 2020 წლის III კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 49.5 %-ს შეადგენდა, რაც 1.1 პროცენტული პუნქტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. 

ამასთან, 2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 2.6 და 1.1 პროცენტული პუნქტით.

როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, უმუშევრობის დონე სასოფლო დასახლებებში, საქალაქო დასახლებებთან შედარებით გაცილებით დაბალია. კერძოდ, 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო დასახლებებში გაზრდილია 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო სასოფლო დასახლებებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით.

აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2020 წლის III კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 2.0 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2020 წლის III კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 50.9 პროცენტს, ხოლო კაცებში 72.2 პროცენტს შეადგენდა. 

 


close დახურვა