საქართველოს სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 9.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი კი 5.8%-ით განისაზღვრა.