სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში სულ 37,867 ბავშვი დაიბადა, რაც 2024 წელთან შედარებით 1,616-ით ნაკლებია. დაბადებულთა შორის 13,873 იყო პირველი ბავშვი, 12,441 - მეორე შვილი, 11,012 კი - მესამე და შემდგომი შვილი.ყველა ეს მონაცემი 2024 წელთან შედარებით შემცირებულია.
1994 წლის შემდეგ შობადობის მაჩვენებელი საქართველოში ყოველწლიურად მცირდება. საქსტატის თანახმად, საქართველოში ყველაზე მეტი - 60,635 ბავშვი -2014 წელს დაიბადა.
