2021 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 28,3%-ით შემცირდა და 125.4 მილიონი დოლარი შეადგინა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რეინვესტიციის მოცულობის კლება და რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლა.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით, უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის პირველ ადგილზეა გაერთიანებული სამეფო - 88.4 მილიონი დოლარით, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 70.5 %-ს შეადგენს, მეორე ადგილზე იმყოფება რუსეთი - 31.9 მილიონი აშშ დოლარით (25.4 %), ხოლო მესამეზე თურქეთი - 24.5 დოლარით (19.5 %).
საქსტატის ცნობით, ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 93.9 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 74.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ენერგეტიკის სექტორი - 35.5 მილიონი აშშ დოლარით (28.3%), ხოლო მესამეზე - დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი 27.9 მილიონი დოლარით (22.2 %).