logo
ENG



საქსტატი: ოქტომბერში, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა 314.9 ლარი შეადგინა

16 ნოე 202016:57
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/16/gyvzffqplpuhamt.jpg

საქსტატის მონაცემებით, საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმმა ოქტომბრის თვეში 314.9 ლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.60 ლარით შემცირებულია.

  • ერთსულიანი ოჯახი - 166.3 ლარი
  • ორსულიანი ოჯახი - 266.0 ლარი
  • სამსულიანი ოჯახი - 299.3 ლარი
  • ოთხსულიანი ოჯახი - 332.5 ლარი
  • ხუთსულიანი ოჯახი - 374.1 ლარი
  • ექვსსულიანი და მეტი - 442.3 ლარი

ამასთან, საქსტატში აღნიშნავენ, რომ 2004 წლიდან საქსტატი საარსებო მინიმუმის მაჩვენებლებს ანგარიშობს იმ მინიმალური სასურსათო კალათის მიხედვით, რომელიც განსაზღვრულია და დადგენილია "საკვებ ნივთიერებებსა და ენერგიაზე ორგანიზმის ფიზიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საარსებო მინიმუმის განსაზღვრისათვის საჭირო სასურსათო კალათის შემადგენლობის ნორმებისა და ნორმატივების დამტკიცების შესახებ" ჯანდაცვის მინისტრის 2003 წლის 8 მაისის N111/ნ ბრძანების შესაბამისად.

 


close დახურვა