საფრანგეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური სახალხო გაფიცვა მიმდინარეობს. მოსახლეობა ემანუელ მაკრონის საპენსიო რეფორმას აპროტესტებს. პარიზსა და ნანტში დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის უკვე შეტაკებები მიმდინარეობს. სამართალდამცველები აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
საყოველთაო გაფიცვაში ყველა სექტორის თანამშრომელი მონაწილეობს. მათ შორის პოლიციელები და ავიადისპეჩერებიც, რის გამოც ასობით ავიარეისი გაუქმდა. აქციები საფრანგეთის 30 ქალაქში იმართება. პროპკავშირების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე პრეზიდენტი დათმობაზე არ წავა.