logo
ENG



საშიში მშენებლობა მდინარის კალაპოტში - საფრთხე ორთაბათუმში

09 აგვ 202320:19
3 წუთის საკითხავი
 

შოვის სტიქიამ წინა პლანზე წამოწია ქვეყნის სხვა ადგილებში შექმნილი საგანგაშო მდგომარეობა. შეშფოთებულია მოსახლეობა ხელვაჩაურში, რადგან სოფელ ორთაბათუმში პირდაპირ მდინარის კალაპოტში შენდება 60 კოტეჯი. ხელისუფლება მედიის შეკითხვებს პასუხს არ სცემს. ჟურნალისტი მუნიციპალიტეტის მერიის შენობაშიც კი არ შეუშვეს. მდინარე ყოროლისწყალი ღვარცოფულია, არაერთხელ წაუღია ხიდები და ტერიტორიაც ხშირად იტბორება. 


close დახურვა