ფეთქებადი და მომწამვლელი ნივთიერებებით ვაჭრობის საქმეზე ბრალდებულთა წრე შესაძლოა, გაფართოვდეს. გამოძიებისთვის ცნობილია, ვისგან შეიძინეს დაკავებულებმა ნივთიერებები. პროკურატურას ეს პირი ჯერ კიდევ არ დაუკავებია და ამას ასაბუთებს იმით, რომ სავარაუდო დამნაშავე ჯანმრთელობის პრობლემების გამო საავადმყოფოში წევს.