logo
ENG



საჩოგბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კორონავირუსის გამო, ტურნირების გადატანა გადაწყვიტეს

09 მარ 202018:45
3 წუთის საკითხავი
 

ინდიან უელსში მამაკაცთა „მასტერსისა" და ქალთა უმაღლესი კატეგორიის საჩოგბურთო ჩემპიონატის ორგანიზატორებმა კორონავირუსის გამო ტურნირების გადატანის გადაწყვეტილება მიიღეს.

„ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რომ ტურნირი არ გაიმართება, მაგრამ გულშემატკივრების, მოთამაშეების, მოხალისეების, სპონსორებისა და თანამშრომლების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება უპირველესი მნიშვნელობისაა", – განაცხადა ტურნირის დირექტორმა ტომი ჰაასმა.

მანვე დაამატა, რომ ორგანიზატორები განიხილავენ „მასტერსის" სხვა ვადებში ჩატარების შესაძლებლობას. ინდიან უელსში მამაკაცთა და ქალთა ტურნირი 12-22 მარტს უნდა გამართულიყო. მოქმედი ჩემპიონები არიან – ავსტრიელი დომინიკ ტიმი და კანადელი ბიანკა ანდრეესკუ.


close დახურვა