logo
ENG



საჩხერეში არასრულწლოვანმა შვილმა მამა მოკლა

21 თებ 202017:08
3 წუთის საკითხავი
 
8gztw7l3yli31ka.jpg

საჩხერის რაიონის სოფელ ჭალაში არასრულწლოვანმა შვილმა მამა მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი 16 წლისაა და მან საკუთარ მამას სასიკვდილო ჭრილობა სანადირო თოფით მიაყენა.

"გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 


close დახურვა