საჩხერის კარანტინი კიდევ რვა მოქალაქემ დატოვა. ყველა მათგანი საკუთარ სახლებში მოწყობილ საკარანტინო სიცრცეში გადავიდნენ. კარანტინში ამ დროისთვის 26 ადამიანია რჩება.
ექიმის განცხადებით ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ ვირუსისთვის დამახსიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
„დღეისათვის აქ 26 პირი იმყოფება. სავარაუდოდ, 6-ში დატოვებენ ისინი კარანტინის პირობებს. მათგან 8 უკვე გადავიდა სახლში თვითიზოლაციაში. შემოწმებულ იქნა შესაბამისი ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მათი რისკები, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში. მხოლოდ 8 აკმაყოფილებდა ამ პირობებს გადაყვანილ იქნენ საკუთარ სახლებში“, - განაცხადა საჩხერის კლინიკის წარმომადგენელმა.