logo
ENG



საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი 3 პაციენტი შესაძლოა მალე გამოჯანმრთელდეს

25 მარ 202011:21
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა სიას მალე შესაძლოა საჩხერის სამედიცინო ცენტრში მყოფი 3 პაციენტი შეუერთდეს. მათ განმეორებითი ტესტი ჩაუტარდებათ, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში კი კლინიკას დატოვებენ. პარალელურად საჩხერის სამედიცინო ცენტრში იმ 4 პაციენტის სისხლის ნიმუშების კვლევის შედეგებსაც ელოდებიან, რომლებიც კლინიკაში ვირუსის საეჭვო სიმპტომებით არიან მოთავსებული.

საშუალო სიმძიმისაა კიდევ ერთი პაციენტის, ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც კოვიდ 19 ის დიაგნოზით მკურნალობს. რაც შეეხება თერჯოლას გზის სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებული მოქალაქეების იზოლაციას, საკითხზე ადგილობრივი თვითმმართველობაა  პასუხისმგებელი. იზოლირებული მოქალაქეები ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. 

 


close დახურვა