logo
ENG



საცხოვრებელი არ გვქონდა - ხიზანიშვილის ქუჩაზე დევნილებმა გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს

04 დეკ 201908:52
3 წუთის საკითხავი
 
gnh75crgp03ii9m.jpg

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე დევნილებმა სამანქანო გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს. პროტესტის მიზეზი მათი საცხოვრებელი სახლიდან გამოსახლება გახდა. მათივე თქმით, საავადმყოფოს შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობდნენ, სახელმწიფოს საკუთრებაშია, თუმცა საავადმყოფოს წარმომადგენლებმა მათ შენობა დაატოვებინეს. დევნილები საცხოვრებელი ადგილებიდან ნივთების გამოტანასა და დევნილთა სამინისტროსგან დახმარებას მოითხოვენ. 

"საცხოვრებელი არ გვქონდა. ქირას ვერ ვიხდიდით და ვიცოდით, რომ არი იყო კერძო საკუთრება. ოჯახივით შევედით და ვცხოვრობთ აქ უკვე 5 თვეა. დღეს, როცა ერთი ქალი იყო მხოლოდ დარჩენილი, ნაჯახით შევიდნენ და ძალით გამოიყვანეს ქალი",- ამბობს ერთ-ერთი დევნილი. 

"ნაციონალური მოძრაობის" აფხაზეთის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის,  ბესო შენგელიას თქმით, არსებობს დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს რომ შენობა სახელმწიფოს საკუთრებაშია. 

"დევნილთა სამინისტროს წარმომადგენელი არ ჩანს. მაქვს დოკუმენტი, რომ ეს შენობა სახელმწიფოს ბალანსია და მას არ აქვს უფლება, ამ ადამიანებს გვერდით არ დაუდგეს. მინისტრ ტიკარაძეს სძინავს და პოლიცია თავის მოვალეობას ვერ ასრულებს",-აღნიშნავს შენგელია.


close დახურვა