logo
ENG



საწვავზე დახარჯული 2 მილიონზე მეტი - TI მმართველ გუნდში კორუფციაზე საუბრობს

28 მაი 202008:12
3 წუთის საკითხავი
 

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში" მმართველი გუნდის წევრებისა და მათი ახლობლების კორუფციულ ფაქტებზე საუბრობენ.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური "ფორმულასთან" საუბრისას იმ თანამდებობის პირებზე ყვება, რომლებთან დაკავშირებული ორგანიზაციებიც ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებენ.

ერთ-ერთი ასეთი ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი ენზელ მკოიანია, რომლის ოჯახის წევრების სამმა კომპანიამ მხოლოდ საწვავის შესყიდვაზე ბოლო 9 წელში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

ამ ფონზე, გიგაური აცხადებს, რომ განსაკუთრებით პანდემიის შემდეგ პერიოდში, აუცილებელია კორუფციის ყველა ფაქტის გამოვლენა. 

"მკოიანთან დაკავშირებული კომპანიები საწვავის მიმართულებით მუშაობენ და დიდ რაოდენობაზეა საუვარი. როგორც ჩანს ამ ადამიანებისთვის კანონი არ კანონობს", - აღნიშნა გიგაურმა.


close დახურვა