logo
ENG



საწყენია ის, რომ არაფერს არ ითვალისწინებენ - წყალტუბოში დევნილებმა აქცია გამართეს

12 თებ 202014:29
3 წუთის საკითხავი
 

წყალტუბოში, სასტუმრო გეოლოგში მცხოვრები დევნილები სახელმწიფოსაგან საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას მოითხოვენ. დევნილები აცხადებენ, რომ სასტუმროს შენობა ავარიულია, რასაც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც მოწმობს. მოქალაქეები პერმანენტული აქციების გამართვას აპირებენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი არ გამორიცხავენ, რომ საცხოვრებელი ფართები უკანონოდ დაიკავონ. 

"რომ დავწეროთ განცხადება, ჩემი სანატორიუმიდან 5 %-ც კი არ მოხდება ბინებით დაკმაყოფილებაში, რადგან კედლებს რომ შეხედო საღია და ქვემოთ კი ორი სართული წყალშია მოქცეული. საწყენია ის, რომ არაფერს არ ითვალისწინებენ, არც მდგომარობას და არც იმას რომ ამდენი წელია აქ ვცხოვრობთ",-აცხადებს ერთ-ერთი დევნილი.


close დახურვა