logo
ENG



საჭიროა მთავრობის ბრძანება, რომ გლეხებს მიწის გაფორმება გაუმარტივდეთ - ბოტკოველი

26 მაი 202012:22
3 წუთის საკითხავი
 

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებას მოუწოდებს,  რომ შეიმუშაოს ბრძანება, რომელიც მიწის რეგისტრაციის პროცესს გაუმარტივებს გლეხებს რეგიონში.

პარტიის წევრის, გიორგი ბოტკოველის განცხადებით,  პროცესი შეფერხებულია მაშინ, როდესაც იუსტიციის მინისტრმა,  თეა წულუკიანმა რეგისტრაციის პროცესის გამარტივებაზე ისაუბრა.   

„მიწის რეგისტრაციის პროცესი დღეს ქვეყანაში, ფაქტობრივად, შეჩერებულია. მიუხედავად იმისა, რომ წულუკიანი რამდენიმეეტაპიან პროცესზე საუბრობს. ადგილობრივი მუნიციპალიტეტი წარმოადგენს შუამავალ რგოლს, მაგრამ დღეს გლეხი როცა მიმართავს რეესტრს და მუნიციპალიტეტს, საჯარო რეესტრში გაგზავნილი დოკუმენტაცია ადმინისტრაციულად დასადასტურებლად იგზავნება მუნიციპალიტეტში, ათასობით ასეთი განცხადებაა გაჭედილი. ამას არ სჭირდება რაიმე განსაკუთრებული - საჭიროა სამთავრობო აქტის გამოცემა, რომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც იქნება შესული, მოხდეს შესაბამისი მოქმედება", - აცხადებს გიორგი ბოტკოველი.


close დახურვა