logo
ENG



სახ.დეპი: არჩევნები საქართველოს დემოკრატიული განვითარების ტესტი იქნება

29 ივნ 202018:08
3 წუთის საკითხავი
 
13mt2m5tpqd796y.png

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში საარჩევნო სისტემის შეცვლას განცხადებით ეხმიანება. აშშ საქართველოს ისტორიული საკონსტიტუციო  ცვლილებების მიღებას ულოცავს, რომელიც ქვეყანაში უფრო პროპორციულ საარჩევნო სისტემას აწესებს.

„უმრავლეს პოლიტიკურ პარტიებს შორის 8 მარტის მნიშვნელოვანი შეთანხმების შედეგად მიღებული ცვლილებები ხელს უწყობს მეტ სტაბილურობას და საპარლამენტო პლურალიზმს საქართველოს ოქტომბერის საპარლამენტო არჩევნებში,“ - ნათქვამია განცხადებაში.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს პარლამენტს, რომ საარჩევნო რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების საფუძველზე გაატაროს და ეს კანონმდებლობა ეფექტურად აღასრულოს.

„საქართველოს დემოკრატიული განვითარების მთავარი ტესტი იქნება თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის ჩატარება, რომელიც ასახავს ქართველი ხალხის არჩევანს. წინა და პოსტ-საარჩევნო პერიოდების  სამართლიანობა ისეთივე მნიშვნელოვანი იქნება, როგორც უშალოდ არჩევნების დღის“, - ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ აშშ გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას მის მცდელობებში, რომ გააძლიეროს დემოკრატია, საარჩევნო პრაქტიკა და კანონის უზენაესობა. ასევე, მხარს უჭერს მის ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს,  რაც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთერთი საუკეთესო თავდაცვაა.

 


close დახურვა