აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, 18 ნოემბრის ვიზიტისას მაიკ პომპეომ პრემიერ გიორგი გახარიასთან შეხვედრისას თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე, ასევე დემოკრატიაში დამოუკიდებელი სასამართლოს როლზე ისაუბრა.
გარდა ამისა, პრემიერთან საუბრისას, სახელმწიფო მდივანმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას, გააგრძელოს ზომების გატარება კორონავირუსთან საბრძოლველად და გააუმჯობესონ კიბერუსაფრთხოება.
სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობითვე, მაიკ პომპეო იგივე გზავნილით შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს - მან თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი, ასევე დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი მართლმსაჯულების როლის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაიკ პომპეომ და სალომე ზურაბიშვილმა, ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზე.
სახელმწიფო მდივანმა პომპეომ, რუსული ოკუპაციის პირობებში, ასევე დაადასტურა აშშ-ს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.