logo
ENG



სახალხო დამცველი აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტებს შეხვდება

05 დეკ 201908:08
3 წუთის საკითხავი
 
pvq2veo0roeo06e.jpg

დღეს სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ჟურნალისტებს შეხვდება. ნინო ლომჯარია საუბარს ტელევიზიის ახლად-არჩეულ დირექტორთანაც აპირებს.

„საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი მიიჩნევს, რომ აჭარის ტელევიზიაში განვითარებული უნდა შეფასდეს, როგორც ობიექტური მედიის წინააღმდეგ ბრძოლა. 

„ეს რაც ხდება აჭარის ტელევიაზიაში უნდა განვიხილოთ ფარტო კონტექსტში, როგორც კრიტიკული და ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ შეტევა. ვიხილეთ წინა გენერალური დირექტორის უკანონო გათავისუფლება. მაშინვე გახდა ცხადი, რომ ამ ყველაფრის მიზანი კრიტიკული და ობიექტური სარედაქციო პოლიტიკის ცვლილება“, -  განაცხადა გიორგი ონიანმა. 

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძე 22 ნოემბერს დაინიშნა. უკვე 25 ნოემბერს მაუწყებელი მედიამენეჯერმა მარინა ვაშაყმაძემ და ტელევიზიის კონსულტანტმა ზვიად ქორიძემ დატოვეს. კოხრეიძემ თავის მოადგილეს, ნათია ზოიძეს, რომელიც კონტრაქტით არხზე საინფორმაციო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი, ხელშეკრულების პირობების შეცვლა და სარედაქციო საქმიანობისგან ჩამოშორება მოსთხოვა. სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევაზე, თვალთვალსა და შანტაჟზე საუბრობენ ტელევიზიის სხვა თანამშრომლებიც.

  


close დახურვა