ომბუდსმენის რანგში პარლამენტმა ბოლოჯერ მოუსმინა ნინო ლომჯარიას. სახალხო დამცველს ქართული ოცნება მოძველებული გზავნილებით დაუპირისპირდა. ომისა და ეკლესიის თემების სპეკულაციით. პარტიამ, რომლის მმართველობის დროს სუსი ტოტალურად უსმენს სასულიერო პირებს, სცადა ლომჯარია გამოეცხადებინა ეკლესიის მტრად, ივანიშვილის ხელისუფლება კი - დამცველად. ქართული ოცნება ბოლო დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანოს ხელში ჩაგდებას მოუთმენლად ელოდება, რასაც ვერც მალავს. სწორედ ამას ადასტურებს პათოსი, რომლითაც გამოეხმაურა ლომჯარიას თეა წულუკიანი და ომბუდსმენის გამოსვლას გედის სიმღერა უწოდა.