logo
ENG



სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს

02 ოქტ 202618:18
3 წუთის საკითხავი
 
2026/10/02/60hy6bk6o2jejet.png

სახალხო დამცველის აპარატი პატიმარ გიორგი დავითაძის შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის 26 დეკემბერს სახალხო დამცველის აპარატს მიმართა გიორგი დავითაძის ადვოკატმა და აცნობა, რომ პატიმარი იყო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი. იმავე დღეს სახალხო დამცველის რწმუნებულმა N6 პენიტენციურ დაწესებულებაში მოინახულა და გამოკითხა მსჯავრდებული. პატიმარმა მიუთითა, რომ 2025 წლის 20-21 დეკემბერს N6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებმა დაარღვიეს მისი უფლებები, მათ შორის, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა, სექსუალური ხასიათის ძალადობა განხორციელდა.

განცხადების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა, პატიმრის მიერ მითითებული პერიოდის ვიდეოჩანაწერების დაარქივების მიზნით, მიმართა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ვიდეოჩანაწერების გაცნობის შედეგების შესახებ ინფორმირებულია როგორც მსჯავრდებული, ისე მისი ადვოკატი.

კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ დათვალიერებული კადრების შედეგად, პატიმრის მიერ მონათხრობი მძიმე ძალადობის დეტალები არ დადასტურდა, მსჯავრდებულის საჩივრის გადამოწმება გამოძიების მიერ ყველა შესაძლო მტკიცებულების მოპოვებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა განხორციელდეს. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, სახალხო დამცველის აპარატი დღემდე, სისტემატურად ახდენს პროკურატურაში დაწყებული გამოძიების მონიტორინგს და მოუწოდებს პროკურატურას შემჭიდროებულ ვადებში წარმოუდგინოს საზოგადოებას გამოძიების შედეგები", - ნათქვამია განცხადებაში. 

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, აგრძელებენ გიორგი დავითაძის საქმის შესწავლას.

 

 


close დახურვა