logo
ENG



სახდეპი უკრაინაში ჩადენილ ომის დანაშაულებზე მტკიცებულებების დოკუმენტირებას იწყებს

18 მაი 202210:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/18/bc83qld2561ik27.jpg

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი იწყებს ახალ პროგრამას, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებისა და სხვა სისასტიკეების შესახებ მტკიცებულებების დოკუმენტირებასა და ანალიზს გულისხმობს.

პროგრამას "კონფლიქტის ობსერვატორია" ეწოდა და მის ფარგლებში სახელმწიფო დეპარტამენტი შეაგროვებს სატელიტურ სურათებს და სოციალური მედიის საშუალებით გავრცელებულ ინფორმაციებს, რათა ომის დანაშაულებზე რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს.

შეიქმნება ონლაინ პლატფორმაც, რომელიც შეგროვებულ ინფორმაციას გაასაჯაროებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მოელიან, ამ პროგრამას საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებიც შეუერთდებიან.


close დახურვა