logo
ENG



სახდეპში აცხადებენ, რომ არჩევნების გამოძიებაზე ევროპელებთან კონსულტაციები აქვთ

28 ოქტ 202423:51
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/29/e9ckxzu5dtx6t2r.jpg

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ აქვთ კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ორგანო, რომელიც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში დარღვევებზე გამოძიებას ჩაატარებს.

მილერმა ეს სახდეპში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად თქვა.

"მე არ მითქვამს, რომ გამოძიება უნდა ჩაატარონ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად"- თქვა მილერმა.

28 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ სახდეპი უერთდება მოწოდებებს, ჩატარდეს გამოძიება საქართევლოში საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით.


close დახურვა