logo
ENG



სახელმწიფო დაზარალებულებს სწრაფად უნდა დაეხმაროს - ხაბეიშვილი

16 ივნ 202000:41
3 წუთის საკითხავი
 

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფო უნდა დაეხმაროს დაზარალებულებს - მისი თქმით, გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს.

საკრებულოს წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებს, რომ აქამდე არცერთი ბაზრის დაწვაზე გამოძიება ბოლომდე არ მისულა და მთავრობის იმედი მას არც ახლა აქვს.

„არცერთ ბაზრის დაწვაზე გამოძიება არ ჩატარებულა - რთულია დაჯერება, რომ მართლა შემთხვევით დაიწვა. რატომ არ იყო წესები დაცული. უსაფრთხოებას რატომ არ უზრუნველყოფენ. მოვაჭრეები იხდიან დიდ თანხას, მაგრამ არ იკლებენ ამ თანხას მფლობელები. მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დაეხმარონ, კომისიებს რომ ქმნიან და სასამართლოებში არბენინებენ. სახელმწიფომ ახლა პრადოებში კი არ უნდა ხარჯოს თანხა - ამ ადამიანებს სწრაფად უნდა დაეხმარონ. წინა გამოცდილებიდან გამომდინარე, არ მახსოვს მოვაჭრეებს დახმარებოდნენ. იმედია ეს შემთხვევა ასე არ იქნება - სურვილი მაქვს, ბედის ანაბარა არ დატოვონ. უნდა მოხდეს ზარალის დათვლა და შემდეგ აუნაზღაურდეთ. ეს ხალხი ქმნის ეკონომიკა, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ხალხის დახმარება", - განაცხადა ლევან ხაბეიშვიილმა.


close დახურვა