logo
ENG



სახელმწიფო დამსჯელად ხედავს თავის როლს და არა ზრუნვაზე ორიენტირებულად - EMC ფემიციდზე

16 თებ 202014:04
3 წუთის საკითხავი
 

გარდაბნის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობას არასამთავრობო ორგანიზაციები ეხმაურებიან. მესამე სექტორის ქალთა უფლებებზე მომუშავე წარმომადგენლები ფემიციდის გახშირებულ შემთხვევებზე საუბრობენ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ამბობენ, რომ მთავრობა ამ მიმართულებით ძალიან სუსტია. როგორც EMC-ში აცხადებენ, სახელმწიფო მხოლოდ ტრაგიკულ შემთხვევებზე რეაგირებს და პრევენციულ ზომებს, ფაქტობრივად, არ მიმართავს.

„აზერბაიჯანულ თემში პოლიციის მუშაობა ძალიან სუსტია და სტრატეგიები არ უწყობს ხელს პოლიციის ნდობას. ჩვენს რეალობაში სახელმწიფოს დამსჯელად უფრო ესმის მისი როლი, ვიდრე ზრუნვაზე ორიენტირებული ბუნება, ამიტომაც არის რომ პრიორიტეტები მუდმივად დასჯის სასარგებლოდ წყდება", - აცხადებს თამთა მიქელაძე.

საფარიში" კი ამბობენ, რომ მხოლოდ პოლიციელების მუშაობას არ ექნება შედეგი - საჭიროა ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობა, რათა მამაკაცებს ქალები თავიანთი საკუთრება არ ეგონოთ.

„შსს-ს მუშაობა არ გადაწყვეტს  ამ პრობლემას ბოლომდე. მნიშვნელოვანია გენდერულ თანასწორობაზე მუშაობა - ზოგიერთი ადამიანი ქალებს შინაური ცხოველივით ექცევა და ასე ტრაგიკულად სრულდება ისტორიები. თუ იმის გააზრება არ მოხდა, რომ ქალსაც შეუძლია მამაკაცის მსგავსად გაშორდეს ქმარს, მანამდე ჩვენ პრობლემები გვექნება", - აცხადებს ბაია პატარაია.

შეგახსენებთ, რომ სოფელ ყარაჯალარში 33 წლის ყოფილმა ქმარმა 23 წლის ქალი ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა.


close დახურვა