სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ადგილზე ეპიდემიოლოგემა უკვე დაასრულეს მუშაობა და 11 თანამშრომლები თვითიზოლაციაშია გადასული.
როგორც ფორმულას სდსს-ში განუცხადეს, ინფიცირებული აღნიშნული უწყების სამედიცინო დეპარტამენტში მძღოლის პოზიციაზე მუშაობს. მათივე მტკიცებით, მას პრემიერმინისტრთან და მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან შეხება არ ჰქონია.
უწყებაში ამბობენ, რომ ინფიცირების ფაქტი რამდენიმე დღის წინ გამოვლინდა.