logo
ENG



სახელმწიფო ელექტროსისტემა: ავარიულად გამოირთო ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთი და ენგურჰესი

14 ივნ 202114:54
3 წუთის საკითხავი
 

​საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესი ნაწილისთვის ელექტროენერგიის გათიშვა ელექტროგადამცემი ხაზი იმერეთის და ენგურჰესის გათიშვამ გამოიწვია. 

"დღეს, 14 ივნისს, 14:00 საათზე, ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი „იმერეთი” და ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი”, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს.

ამ ეტაპზე მიმდინარეობს ავარიის ლიკვიდაციის სამუშაოები.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ბოდიშს უხდის მომხმარებელს აღნიშნული შეფერხების გამო". - აცხადებს სსე


close დახურვა