ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კარანტინის ზონების მოსაწყობად სასტუმროებისთვის 21 მილიონ ლარს დახარჯავს.
ტენდერების ოფიციალური ვებგვერდის მიხედვით, შესყიდვა გამარტივებული წესით მოხდება.
შესყიდვის საჭიროება და გადაუდებლობა გამოწვეულია, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით და ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით. რაზეც სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას საქართველოს მთავრობის 2020 წლის 28 იანვრის N164, 11 მარტის N498, 2020 წლის 13 მარტის N538 და 2020 წლის 18 მარტის N554 განკარგულებების საფუძველზე დაევალა საკარანტინო სივრცეების უზრუნველყოფა და შესაბამისად სასტუმროების მობილიზება.
კარანტინში ადამიანის მოთავსების ვადა 14-დან 12 დღემდე შემცირდა.
1-ლი სექტემბრის მონაცემებით, კარანტინში 6059 მოქალაქეა მოთავსებული.