logo
ENG



სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგს გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს

03 თებ 202013:31
3 წუთის საკითხავი
clock 968
07vqm055a23vzdn.jpg

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰოლდინგის ახალი ხელმძღვანელი წარადგინა.

ჰოლდინგს დღეიდან გიორგი ჩოგოვაძე უხელმძღვანელებს.

„შეგვიძლია დავაანონსოთ სამედიცინო ჰოლდინგის დაარსება და აქვე მინდა წარმოგიდგინოთ მისი დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს. გუნდური თათბირის შედეგად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გიორგი ჩოგოვაძეს გააჩნია საკმარისი და ძალიან კარგი მენეჯერული გამოცდილება. მისი ამ უნარ-ჩვევების და გამოცდილებიდან გამომდინარე, ის ძალიან კარგად გაუმკლავდება იმ გამოწვევებს, რომელიც ჰოლდინგს ნამდვილად ექნება.

სწორედ ასეთი კანდიდატურა იქნებოდა სწორი. მე მინდა გიორგის მივულოცო ამ თანამდებობის დაკავება. შემდეგ ეტაპზე ჰოლდინგს შეუერთდებიან რეგიონალურ ჯანდაცვაში გაერთიანებული კლინიკები იმისათვის, რომ ჩვენ გვქონდეს გეოგრაფიული დაფარვის სრული მოცვა. საქართველოს რუკის დამუშავებაზე გამოვლინდა ისეთი ადგილები, სადაც გვაქვს დეფიციტი და შემდგომში ბატონი გიორგი მოახდენს ამ რუკის უფრო მეტად დახვეწას და ჩამოყალიბდება სისტემური სტრუქტურა, რომელზეც ჩვენ დავიწყეთ მუშაოაბა რამდენიმე თვის წინ“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ ჩოგოვაძე 2020 წლის თებერვლამდე ხელმძღვანელობდა აეროპორტების გაერთიანებას. ასევე ეკავა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტი.



close დახურვა