logo
ENG



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ახმედ ჩატაევის 8 მხარდამჭერი დააკავა

02 ნოე 201912:15
3 წუთის საკითხავი
 
gpfkalweep8w1bv.jpg

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, უწყებამ ახმედ ჩატაევის 8 მხარდამჭერი დააკავა - ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში ვკითხულობთ. დოკუმენტის ერთი თავი მთლიანად საქართველოს ეთმობა.

ანგარიშში წერია, რომ საქართველო დიდი ხანია ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ გლობალური კოალიციის წევრია და აქტიურად თანამშრომლობს კონტრტერორიზმთან დაკავშირებულ საკითხებში.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, 2018 წელს საქართველოს მოქალაქეებში "აისისის" მხარდაჭერის დონემ დაიწია. ანგარიშში მოყვანილია 2017 წელს აჰმედ ჩატაევის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციაც და წერია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოკლული ჩატაევის 8 მხარდამჭერი დააკავა.

დოკუმენტის თანახმად, ამ დროისთვის სირიასა და ერაყში დაახლოებით 14 ქართველი იმყოფება. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებითვე, საქართველო კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით საკანონმდებლო ცვლილებებსაც ახორციელებს.


close დახურვა