logo
ENG



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საპატრიარქოს შესასვლელთან ჯებირები აღმართა

04 ნოე 201914:50
3 წუთის საკითხავი
 
drs9zpzmj65lzhg.jpg

 

სასულიერო პირები მეუფე პეტრეს განცხადებებს აფასებენ. მათი ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ ის დაემორჩილება, სინოდისა და კათოლიკოს პატრიარქის გადაწყვეტილებას და მისი მხრიდან საპატრიარქოს მისამართით ხისტი განცხადებები აღარ გაკეთდება. რაც შეეხება პეტრეს მოთხოვნას, სინოდის მომდევნო სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში აღნიშნავენ რომ ეს შეუძლებლია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი ეს წუთია ცენტრალური კარის მიმდებარედ ჯებირები აღმართა, რა გახდა ამისი მიზეზი, დაცვის სამსახურში ოფიციალურად არ საუბრობენ, თუმცა პირად საუბრებში დაცვის წევრები აღნიშნავენ, რომ განკარგულება ადგილზე ჟურნალისტების ყოფნის გამო გაიცა.

 


close დახურვა