სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ფილარმონიის მმართველ კომპანია "ინტერნეიშენალ ივენთსს" საქალაქო სასამართლოში უჩივის. კომპანიას ხელშეკრულება შეუწყდა და ახლა 100%-იანი წილის სახელმწიფოსთვის გადაფორმების პროცედურა მიმდინარეობს.
სახელმწიფო "ინტერნეიშენალ ივენთსს" ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით კი, 2019 წლის თებერვლის მონაცემებით, კომპანიას სახელმწიფოს მიმართ 3 მილიონზე მეტი ლარისა და 177 ათასზე მეტი დოლარის დავალიანება ერიცხება.
საქალაქო სასამართლოში დავალიანების დაფარვის მოთხოვნის მიზნით შეტანილი სარჩელის პარალელურად, მთავრობაში ადასრურებენ, რომ „ინთერნეიშენალ ივენთთან" ხელშეკრულება შეწყვიტეს. „ინთერნეიშენალ ივენთთან" ხელშეკრულება 2019 წლის 4 იანვარს გაწყდა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ამ ინფორმაციას არ ადასტურდებდა, თუმცა ის, რომ თითქმის ერთი წელია, რაც ფილარმონია კომპანიას ჩამოერთვა, სააგენტოს დოკუმენტაციიდანაც ირკვევა.
ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება რომ რამდენიმე თვით ადრე მიიღეს, "ადასტურებენ ახალგაზრდა იურისტთა" ასოციაციაში.
ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ადასტურებს, რომ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით საუბარი იყო, თუმცა ამბობს, რომ როგორ დასრულდა ეს საკითხი არ ახსოვს. ქობულია მიიჩნევს, რომ ფილარმონია სახელმწიფო საკუთრებაში უნდა იყოს და სამართავად ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრს გადაეცეს.