logo
ENG



სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 7 პირი დააკავეს

21 ნოე 201910:41
3 წუთის საკითხავი
 
px03cot27b6vmt6.jpg

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე 7 პირი დააკავა, - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

"ფორმულა" საგამოძიებო სამსახურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე,  შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს, დანაშაულის ჩადენის უშუალო ორგანიზატორი -  ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ყალბი მიღება-ჩაბარების აქტების გამოყენებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მოტყუებით დაირეგისტრირეს სახელმწიფოს კუთვნილი, საერთო ჯამში, 29 660 ლარის ღირებულების 32 020 მ2 მოცულობის მიწის ნაკვეთები. დღეისთვის, მიწის ნაკვეთები დაყადაღებულია, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-მხილების მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე, მესამე და მეოთხე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10  წლამდე ვადით", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა