logo
ENG



სახელოვნებო წრეები მმართველ პარტიას დათმობისკენ მოუწოდებენ

03 დეკ 201920:44
3 წუთის საკითხავი
 
qf2d01f64n55k1c.jpg

სახედაკარგული, უუნარო და ნდობისგან დაცლილი ხელისუფლება - ასე აფასებენ საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ბოლო დღეების ქმედებებს.

სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი საზოგადოებაში ხელოვნურ დაპირისპირებას ქმნის.

ისინი მმართველ პარტიას და პირველ რიგში პოლიტიკური კრიზისის ავტორ ბიძინა ივანიშვილს დათმობისკენ მოუწოდებენ.

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი დღეს 90-იანი წლების თბილისს იხსენებს და სრულ პასუხისმგებლობას მიმდინარე მოვლენებზე ქვეყნის დღევანდელ ხელისუფლებას  აკისრებს.

სახე ჩამოშლილი და უუნარო ხელისუფლება ასე აფასებს „ქართული ოცნების“ და მისი პარტაქტივისტების ბოლოდროინდელ ქცევას, მწერალი ნესტან კვინიკაძე და ხელისუფლებას გონიერებისკენ და პროცესების განეიტრალებისკენ მოუწოდებს.

საზოგადოების  დიდი ნაწილი დარწმუნებულია, რომ ახლა ბიძინა ივანიშვილის მიზანია შექმნას სამოქალაქო დაპირისპირების ილუზია. 

 

 


close დახურვა