logo
ENG



სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა - სოფელ იორმუღანლოში 18 წლის ბიჭს სასტიკად გაუსწორდნენ

18 ოქტ 202012:30
3 წუთის საკითხავი
 

კახეთში, სოფელ იორმუღანლოში ნაცემი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორი, ნათია ნუცუბიძე აცხადებს, 18 წლის ბიჭი კლინიკაში კახეთიდან გადმოიყვანეს. მას სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და წვივის მოტეხილობა აღენიშნებოდა. ნუცუბიძის განმარტებით, პირს ოპერაცია გუშინ, 18 ოქტომბერს ჩაუტარდა.

"16 ოქტომბერს საღამოს, კავკასიის მედიცინის ცენტრში კახეთიდან გადმოიყვანეს 17 წლის კაცი, რომელსაც აღენიშნებოდა სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და წვივის მოტეხილობა. პაციენტს გუშინ ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა სახის ძვლებზე და წვივის ძვლის ოსტეოსინთეზი.

პაციენტი ამჟამად განაგრძობს მკურნალობას ქირურგიულ დეპარტამენტში, მდგომარეობა სტაბილურია",-ამბობს კლინიკის დირექტორი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 16 ოქტომბერს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოში, 19 წლის ბიჭმა თანასოფლელს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

მომხდარზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. გრძელდება გამოძიება დანაშაულში სავარაუდო მონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით.


close დახურვა