თბილისში, წყნეთის ქუჩაზე მოსახლეობა მშენებლობას აპროტესტებს. ხალხის მოთხოვნის მიუხედავად, ხევის პირას სამუშაოები არ შეჩერდა. დღეს კი ქუჩაზე გზა ჩაინგრა. მოსახლეობა ამ ფაქტს სწორედ მშენებლობას უკავშირებს და შიშობს, რომ საფრთხე საცხოვრებელ კორპუსებსაც ემუქრება.