logo
ENG



საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გამო პოლონეთსა და საბერძნეთში საქათველოს ელჩები დაიბარეს

23 ივლ 202021:00
3 წუთის საკითხავი
clock 283

რეგულარული საერთაშორისო ფრენები მთავრობის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი თვით გადაიდო. ოპოზიციის ინფორმაციით, საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვის გამო პოლონეთსა და საბერძნეთში საქათველოს ელჩები დაიბარეს. მომხდარს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ადასტურებს. 

მოლოდინი, რომ ფრენები სექტემბრიდან აღდგება, ეკონომისტებს არ აქვთ. სპეციალისტები შიშობენ, რომ მთავრობის ერთადერთი იმედი წინასაარჩევნოდ ქულების დასაწერად, ვირუსის გავრცელების შეკავებაა. ამ მიზნისთვის კი არასწორ ნაბიჯებს დგამს, რაც ქვეყნის ეკონომიკას ჩამოაქცევს. მათი შეფასებით, სწორედ ამასვე ეწირება  პატარა ავიაკომპანიების შესაძლებლობაც, რომ ევროპის ქვეყნებთან ფრენები აღადგინონ. 

პრეტენზიები, რომელიც ფრენების კიდევ გადავადებას და დაბალბიუჯეტიანი კომპანიების შეზღუდვას ეხება, ეკონომიკის მინისტრისთვის პოლიტიკური ხასიათისაა. თურნავა კრიტიკოსებს უთვლის, რომ მედიატორი ავიაკომპანიებს არ სჭირდებათ.

მთავრობის გადაწყვეტილებით საერთაშორისო რეგულარული ფრენები ივლისიდან უნდა აღდგენილიყო, თუმცა, შემდეგ აგვისტოსთვის გადაიდო, ბოლო გადაწყვეტილებით შეზღუდვები სექტემბრამდე გაგრძელდება. შეზღუდვები არ ვრცელდება „ეარ ფრანსსა“ და „ლუფტ ჰანზაზე“. მოლაპარაკებეები მიმდინარეობს „ეარ ბალტიკთან“ თუმცა მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიაა. დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს - „ვიზ ეარსა“ და „რაინ ეარსს“ კი მთავრობამ მათ მიერ მოთხოვნილი ათი მიმართულებით ფრენების აღდგენაზე უარი უთხრა. 


 


close დახურვა